კონგრესმენი ვიქტორია სპარცი: ზელენსკიმ არაფერი გააკეთა თავისი ხალხის რეალური მხარდაჭერისთვის – სამწუხაროდ, მან მიიყვანა ეს ომი იმ მდგომარეობამდე, რომელშიც ახლა ვართ

კონგრესმენი ვიქტორია სპარცი: ზელენსკიმ არაფერი გააკეთა თავისი ხალხის რეალური მხარდაჭერისთვის – სამწუხაროდ, მან მიიყვანა ეს ომი იმ მდგომარეობამდე, რომელშიც ახლა ვართ
უკრაინული წარმოშობის ამერიკელმა კონგრესმენმა, ვიქტორია სპარცმა განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა მოახდინოს მთელი ქვეყნის მობილიზება რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.
„სამწუხაროდ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინელი ხალხი დააღალატა. მან არ მოამზადა ქვეყანა ომისთვის. მან არ გაუწია საკმარისი მხარდაჭერა საკუთარ ჯარს. მას კორუფციის პრობლემა არ მოუგვარებია, თუმცა არაერთ გრანდიოზულ პრეზენტაციას აკეთებს“, – აღნიშნა კონგრესმენმა.
„მან არ გამოაცხადა საყოველთაო მობილიზაცია, არ მოამზადა ჯარი და არაფერი გააკეთა თავისი ხალხის რეალური მხარდაჭერისთვის. ეს მისი პასუხისმგებლობაა. სამწუხაროდ, მან მიიყვანა ეს ომი იმ მდგომარეობამდე, რომელშიც ახლა ვართ“, – აღნიშნა ვიქტორია სპარცმა.
მისი თქმით, სამხედრო რეჟიმზეა გადასაყვანი და ეს ორი წლის წინ უნდა მომხდარიყო.
„ეს არის ძალიან რთული და სასტიკი ომი და მთელი ქვეყანა უნდა იყოს მობილიზებული. ეს სერიოზული ომია და სათანადო მობილიზაციაა საჭირო, მაგრამ მან გაათავისუფლა გენერალი და ის მარიონეტებით ჩაანაცვლა“, – დასძინა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა