ფრანკფურტში, საქართველოს საკონსულოსთან აქცია იმართება

საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გერმანიაში მცხოვრები ქართველები სოლიდარობას უცხადებენ.
ფრანკფურტში, საქართველოს საკონსულოსთან მთელი დღეა აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გამო პროტესტის დასაფიქსირებლად მიდიან. მათ ადგილზე გამოფენილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
„არა რუსულ რეჟიმს“, „პუტინის მონები“, „საქართველოს მთავრობა არის კრიმინალი“, „ჩვენ გვინდა ევროპა“ – ამ ლოზუნგებით მოქალაქეები სოლიდარობას უცხადებენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მიმდინარე აქციის მონაწილეებს და ხელისუფლებისგან ევროპული გზით სვლას მოითხოვენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს