კონტე: კვარაცხელია კარგი ბიჭია და ბევრს მუშაობს, რათა ტოპ-ფეხბურთელი გახდეს

„ტორინოსთნ“ მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე „ნაპოლის“ მწვრთნელს ანტონიო კონტეს კითხვა დაუსვეს, ელის თუ არა კიდევ უფრო მეტად მოტივირებულ და აქტიურ ხვიჩა კვარაცხელიას.
„“კვარა“? მისი მოტივაცია და სურვილი მუდმივდ იზრდება, „რომასთან“ შეხვედრაში ძალიან იმედგაცრუებულმა დატოვა მოედანი, რადგან გოლის გატანის ორი კარგი შესაძლებლობა ჰქონდა, ეს მეტ სიმშვიდეს შეგვძენდა და შეგვეძლო ბოლო წუთები უკეთ ჩაგვეტარებინა. თუმცა, ის მხოლოდ 23 წლისაა, სურს ზრდა გააგრძელოს და სწორ გზას ადგას, პარტნიორებთან შეთამაშებულია, სათანადო განწყობა აქვს, ყველასთან ერთად უტევს და თავს იცავს. ფეხბურთელია, რომელსაც ნაბიჯის წინ გადადგმის
სურვილი გააჩნია. ამას როდესაც ვხედავ, ძალიან მშვიდად ვარ. კარგი ბიჭია, პროგრესირებისთვის ბევრს მუშაობს, რათა ტოპ-ფეხბურთელი გახდეს“, – უპასუხა კონტემ.
„ტორინოსა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირება 1-ელ დეკემბერს 18:00 საათზე დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში