ბათუმის მთავარი შესასვლელი გადაკეტილია

ბათუმის მთავარი შესასვლელი გადაკეტილია – მოქალაქეები “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე, აპროტესტებენ და ივანიშვილის გუნდის ანტიევროპულ ნაბიჯს კატეგორიულად გმობენ.
ცნობისთვის, ბათუმის გარდა, პროტესტის კერა თბილისშიც არის. მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გუშინ აქციის მონაწილეებზე განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებისა, მოქალაქეები პარლამენტთან კვლავ შეიკრიბნენ.
შეგახსენებთ, თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ „ოცნებამ” ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა აბაშიძე: მართლაც უცნაური და გაუგებარია, რომ იმ ადამიანის სახელი, რომელსაც აკაკიმ “განთიადი” უძღვნა, ქართველებმა მთაწმინდაზე აასვენეს და ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, თბილისის მხოლოდ ერთ-ერთ პატარა ქუჩას მიაკუთვნეს!

ხატია დეკანოიძე – საქართველოს უახლეს ისტორიაში არ მახსენდება პოლიტიკოსს საჯარო სიტყვისთვის მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა, ხაბეიშვილი ნათელი მაგალითია, რამდენად ფარისევლურ თამაშებს თამაშობს „ქართული ოცნება“