სირიული ოპოზიცია აცხადებს, რომ ქალაქ ალეპოში შევიდა

სირიის გაერთიანებული ოპოზიციური ძალები, რომლებიც ს მოკავშირე პრეზიდენტს, ბაშარ ასადს ებრძვიან, აცხადებენ, რომ ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი, ალეპო დაიკავეს.
„სი-ენ-ენი“ აღნიშნავს, რომ ეს მოხდა პირველად 2016 წლის შემდეგ, როცა ასადის ძალებმა ქალაქზე კონტროლი აღადგინეს.
ასადის ერთგული ძალები ამბობენ, რომ ებრძვიან „დიდ იერიშს“ – მძიმე შეიარაღებითა და დრონებით.
გარდა ამისა, მედიაში აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ოპოზიციურმა ძალებმა ალეპოსთან ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტები დაიკავეს.
სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წლიდან მიმდინარეობს. ბოლო წლებში ფრონტის ხაზი შედარებით სტაბილურია. ამ ეტაპზე, ერთმანეთს ორი ძირითადი ძალა უპირისპირდება – სირიული ოპოზიცია და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ბაშარ ასადი.