PACE გმობს რუსთაველზე „მშვიდობიანი მიტინგის სასტიკ დარბევას“

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა [PACE] ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და გმობს 29 ნოემბრის ღამით მშვიდობიანი მიტინგის „სასტიკ დარბევას“.
„ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში არსებული სიტუაციით, სადაც ხელისუფლებამ გამოაცხადა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერება, რაც ეწინააღმდეგება მათ საარჩევნო დაპირებას.
ასამბლეა გმობს ამ გადაწყვეტილების გამო დაწყებული მშვიდობიანი პროტესტის სასტიკ დარბევას, მიიჩნევს მას გამოხატვისა და შეკრების ფუნდამენტური უფლებების დარღვევად.
ასამბლეა შეშფოთებით აღნიშნავს, რომ მომიტინგეთა უმრავლესობა დააკავეს საბჭოთა დროინდელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით და იხსენებს, რომ არაერთხელ ითხოვა მისი შეცვლა ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი კანონმდებლობით.
ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს, ერთგული დარჩეს ევროპული ღირებულებების და სრულიად შეასრულოს თავისი ვალდებულებები, როგორც ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყანამ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს