„ჩვენ გვინდა ევროპა, არ გვინდა რუსეთი“ – ამ მოთხოვნით ლაგოდეხის, თელავის და ახმეტის მერიებთან აქცია მიმდინარეობს

„ჩვენ გვინდა ევროპა, არ გვინდა რუსეთი“ – ამ მოთხოვნით ლაგოდეხის, თელავის და ახმეტის მერიებთან აქცია მიმდინარეობს.
სამოქალაქო აქტივისტებსა და მოქალაქეებს ერთი მოთხოვნა აქვთ – ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. აქციის მონაწილეების განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საბოლოოდ უარი თქვა ევროპულ გზაზე.
მათი განცხადებით, რუსთაველზე აქციის დაშლასა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ფაქტებსაც გმობენ.
აქციის მონაწილეებმა მსვლელობით მოიარეს ქალაქის ქუჩები და მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. აქციის მონაწილეების ნაწილი დედაქალაქში დაგეგმილ აქციას შეუერთდება.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება