გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ნოემბერს 14:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთაში აღმაშენებლის, სააკაძის, არსუკიძის, მუხრანის და მიმდებარე ქუჩებზე; 2 დეკემბერს 11:00-დან 11:05 საათამდე და 15:55-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში წილკანი, წეროვანი, ფრეზეთი, ერედა და მიმდებარე სოფლებში.
სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.