რესპუბლიკის მოედანთან ჟურნალისტებმა სოლიდარობის აქცია გამართეს – აქციის მონაწილეები ამ დროისთვის პარლამენტისკენ მსვლელობით მიდიან

რესპუბლიკის მოედანთან ჟურნალისტებმა სოლიდარობის აქცია გამართეს. სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებმა სოლიდარობა გამოუცხადეს იმ კოლეგებს, რომლებსაც 28 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საპოლიციო ძალები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მედიის წარმომადგენლებს აქციაზე უჭირავთ იმ ჟურნალისტების ფოტოები, რომლებმაც დაზიანებები მიიღეს.
ჟურნალისტები ამ წუთებში, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ მსვლელობით მიდიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: და ამ ქვეყანაში კიდე ვიღაცები კითხულობენ, ვართ თუ არა უკვე რუსეთში? და კიდე რაღაცა ნიშნებს ელოდებიან, რომ დარწმუნდნენ იმაში, რომ ამ ქვეყანაში თავიდან ბოლომდე არის რუსული რეჟიმი