· 2 315
მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა მეორე შვილის დედა გახდა. სასიხარულო ამბავს მისი მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. როგორც ირკვევა, ნანუკას ბიჭი შეეძინა.
მსახიობმა გაგუას კლინიკაში იმშობიარა. დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ.
“ბიჭია, ბიჭია… ჩემი გოგო კარგად არის, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, kaxa_kashia გილოცავთ ბედნიერების და სიხარულის დღეა” – წერს მსახიობი და ნანუკას მეგობარი სალომე შარვაძე და კლინიკიდან ფოტოებს აქვეყნებს.
პირველი შვილი ნანუკა გულუას და კახა კაშიას გასული წლის სექტემბერში შეეძინათ. გოგონას ნინა დაარქვეს.
ყველამ დავუწეროთ ბევრი გულები, მივულოცოთ კომენტარებში ნანუკას ეს დიდი ბედნიერება, ჯანმრთელობა და შვილების კარგად ყოფნა ვუსურვოთ