გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აღდგენილია მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო ლიპყინულის გამო, შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – „ქოცებს“ გულზე ხვდებოდათ ჩემი კადრები, რომელიც ასახავს თუ როგორ ვეხმარებოდი ხალხს წყალდიდობისას და ჩემს მისაბაძად გაცვივდნენ თელავში – ასევე, არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ოპოზიციის მიერ თავისი როლის არ შესრულებას