გაუმართლებელია ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის შეჩერება – თსუ-ს პროფესორთა ნაწილი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილი ეხმაურება “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ.
ისინი “ოცნებას” მოუწოდებენ, გააგრძელოს სვლა ევროკავშირისკენ და დაიცვას ქვეყნის კონსტიტუცია.
“ჩვენ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, მიგვაჩნია, რომ ევროპული ინტეგრაცია საქართველოს ისტორიული, უალტერნატივო გზაა. ამ გზის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია ჯერ კიდევ 2005 წლიდან ბოლონიის პროცესთან საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის მჭიდრო ინტეგრირება.
ამ და სხვა მრავალი გარემოებიდან გამომდინარე, გაუმართლებლად მიგვაჩნია საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის შეჩერება. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გააგრძელოს ევროპული ინტეგრაციისკენ მიმართული თაობათა მრავალწლიანი ძალისხმევა და, შესაბამისად, დაიცვას საქართველოს კონსტიტუციის 78 – ე მუხლი: „საქართველოს კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი
უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად”, – აცხადებენ თსუ-ს ლექტორები.
განცხადებას ხელს აწერენ [სია განახლებადია]:
1. სალომე დუნდუა – ფაკულტეტის დეკანი
2. თამარ ვეფხვაძე – ასოცირებული პროფესორი, თსუ აკადემიური საბჭოს წევრი
3. ზვიად აბაშიძე – ასოცირებული პროფესორი
4. თამარ მახარაძე – ასოცირებული პროფესორი
5. მაია ტორაძე – ასოცირებული პროფესორი
6. მანანა შამილიშვილი – ფაკულტეტის დეკანის მოადგილე
7. თათია მჟავანაძე – ასისტენტ-პროფესორი
8. სანდრო ტაბატაძე – ასისტენტ პროფესორი
9. მედეა ბადაშვილი – ასოცირებული პროფესორი
10. კონსტანტინე შუბითიძე – ასოცირებული პროფესორი
11. იაგო კაჭკაჭიშვილი – პროფესორი
12. თამარ ქარაია – ასოცირებული პროფესორი
13. ნინო პავლიაშვილი – ასოცირებული პროფესორი
14. მარიამ გერსამია – პროფესორი
15. ლაშა მათიაშვილი – ასოცირებული პროფესორი
16. დავით მაცაბერიძე – ასოცირებული პროფესორი
17. მარი წერეთელი -ასოცირებული პროფესორი
18. ნოდარ ბელქანია – პროფესორი
19. გიორგი კვინიკაძე – ასოცირებული პროფესორი
20. ამირან ბერძენიშვილი – პროფესორი
21. ნათია კუპრაშვილი- ასოცირებული პროფესორი
22. მარინა მუსხელიშვილი- პროფესორი
23.ლადო ნაფეტვარიძე – ასისტენტ პროფესორი
24.ნანული ტალახაძე – ასოცირებული პროფესორი
პროტესტს უერთდება ს სახემწიფო უნივერსიტეტის ლექტორთა ნაწილიც.
“ახლა ქვეყნის ინტერესების დაცვის დროა!”, – აცხადებენ პროფესორ-მასწავლებლები აჭარიდან.
“ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, რომ წყვეტს ევროკავშირთან მოლაპარაკებებს საქართველოს გაწევრიანების თაობაზე, რასაც გუშინ, 28 ნოემბერს, მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.
თბილისში საპროტესტო აქციის მონაწილეებს სპეცრაზმი სასტიკად გაუსწორდა. დააკავეს 43 მოქალაქე, სცემეს და დააზიანეს 40-მდე ჟურნალისტი.
მოქალაქეები საჯარო მოხელეებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ.
ქვეყნის ანტიკონსტიტუციურ მთავრობას პროტესტი გამოუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 130-ზე მეტმა თანამშრომელმა და ელჩმა.
გაფიცულია უმაღლესი სასწავლებლების ნაწილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი – სლოვაკეთის პრემიერი რუსულ ტრადიციას გაჰყვა, დამნაშავეები „ქართულ ლეგიონში“ ნახა – არ არის გამორიცხული „ოცნებამ“ ბრალდებები წამიყენოს, რადგან საქართველოსა და სლოვაკეთისთვის სცენარი კრემლში იწერება

სალომე ზურაბიშვილი – მცდარი დაშვებაა, თითქოს შეიძლება რეჟიმის იზოლაციის გადაწყვეტილების აღკვეთა არალეგიტიმურ მმართველებთან საკომუნიკაციო გზების შენარჩუნებით – ერთადერთი გზა სახალხო პროტესტის მხარდაჭერა და არჩევნებისკენ მოწოდებაა