შენგელიას 8 ქულა და ბრძოლაში წაგებული მატჩი პარიზში

სანაკრებო მატჩების შემდეგ თორნიკე შენგელიამ თავის კლუბში პირველი მატჩი გამართა. ბოლონიის “ვირტუსი” ევროლიგის მორიგ ტურში პარიზში შეხვდა ამავე სახელწოდების გუნდს და ბრძოლაში – 78:81 წააგო.
მასპინძლებმა მესამე მეოთხედიც მოიგეს და ბოლო პერიოდს 8 ქულიანი უპირატესობით შეხვდნენ. “ვირტუსმა” ბოლო პერიოდში 17:12 გაიმარჯვა, მიუხედავად ბევრი მცდელობისა, გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ.
უმძიმესი გრაფიკის შემდეგ, თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 21:36 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. “ვირტუსს” ვილ კლაიბერნმა ულიდერა, რომელმაც 25 ქულა ჩააგდო.
“ვირტუსს” 12 მატჩში 2 მოგება და
10 მარცხი დაუგროვდა. საქართველოს ნაკრების კაპიტნის გუნდი მე-13 ტურში ბერლინის “ალბას” უმასპინძლებს, ხოლო მე-14 ტურში “ვირტუსის” მეტოქე “ცრვენა ზვეზდა”იქნება.
GBF

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში