“ბსუ–ის ლექტორებო, ერთად ვიბრძოლოთ, თორემ, ყველას მოგაკითხავთ აუდიტორიებში” – ბათუმში აქცია დაიგეგმა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, მათე ცენტერაძე:
ბსუ-ს ლექტორებო, თქვენ გახსოვთ 7 ნოემბერი, თქვენ გახსოვთ ,,სპეცრაზმის” მიერ ნაცემი სტუდენტები უნივერსიტეტის ეზოში, თქვენ გახსოვთ სისტემის მსხვერპლი ორსული გოგონა, რომელსაც გამეტებით სცემეს. დღეს, ამის უფლება არავის არ უნდა მივცეთ. ამიტომ, მოუწოდეთ სტუდენტებს გამოვიდნენ გარეთ, გამოვიდნენ და თქვენთან ერთად იბრძოლონ. ჩაგვიტარეთ ღირსეული ლექცია ქუჩაში და ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი სამშობლოსთვის.
თორემ გპირდებით, ყველას მოგაკითხავთ აუდიტორიაში და თქვენი სტუდენტების თვალწინ გეტყვით, რომ ვერასოდეს ვერაფერს ისწავლიან თქვენგან, თუ დღეს ჩუმად იქნებით. თვალებში ვერ ჩაგვხედავთ, რადგან მშიშარა ადამიანი თვალს ვერ გაგვისწორებს, როცა სტუდენტები უშიშრად ვიბრძვით ჩვენი მომავლისთვის. აქვე, მადლობა ყველა ღირსეულ ლექტორს და მჯერა, რომ ასეთი კიდევ ბევრია.
დღეს, ევროპის მოედანზე, 18:00 საათზე. გამოდით!!!

ასევე დაგაინტერესებთ

იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III ილია მეორის გარდაცვალების გამო მეუფე შიოს სამძიმრის წერილს უგზავნის – რეგიონში საომარი მდგომარეობის გამო პირადად დასწრებას ვერ ვახერხებთ, რის გამოც ვაგზავნით ჩვენს წარმომადგენელს

რუსუდან ფეტვიაშვილი – პატრიარქისთვის გაერთიანებული საქართველო იყო უპირველესი, სულ ამბობდა: ერთიანობა, კონსენსუსი, ურთიერთგაგება – მან ერთხელ თქვა: როცა გაგიჭირდებათ და აღარ ვიქნები, შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც ცოცხალს და თხოვნას შევასრულებ