ს დუმის მაღალჩინოსანმა „ქართულ ოცნებას” გადაწყვეტილება მოუწონა

რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ლეონიდ სლუცკიმ „ღირსეულ და პატივისცემის გამომწვევ წინააღმდეგობად“ შეაფასა „ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრების საკითხის განხილვა.
დღეს, 29 ნოემბერს, სლუცკიმ ტელეგრამზე დაწერა, რომ თბილისი მოლაპარაკებას არ აწარმოებს „ევროშანტაჟისტებთან“.
დუმის მაღალჩინოსნის თანახმად, ქართველებმა უკრაინელების შეცდომა არ გაიმეორეს და არ დაუშვეს თავიანთი ქვეყნის „დასავლეთის მარიონეტად“ გადაქცევა.
სლუცკის განცხადებით, ამ ყველაფერში „მოსკოვის ხელი“ არ უნდა ეძებონ, ისევე, როგორც საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში, რადგან საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში არ ერევა, მაგრამ „ემხრობა პრაგმატულ და პატიოსან მიდგომას ორმხრივ ურთიერთობებში, მათ შორის ყველაზე მწვავე პრობლემების მოგვარებისას“. სლუცკის შეფასებით, როგორც ჩანს, დღეს თბილისსაც ასეთი პოზიცია აქვს, „მიმავალი ს“ გარდა.
28 ნოემბერს თბილისში საპროტესტო აქცია მოჰყვა „ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ მიიღეს გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, მ თქვა, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.
28 ნოემბერს, ღამის ორი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო. -ს თანახმად, „აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს” და მონაწილეები სამართალდამცავებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
საპოლიციო ძალებმა აქციის მონაწილეთა დასაშლელად გამოიყენეს სპეცსაშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი და ე.წ. წიწაკის სპრეი მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა კვერცხები, საღებავები და სხვადასხვა ნივთი ესროლეს.
აქციის დაშლისას ფიზიკურად გაუსწორდნენ დემონსტრანტებს და მედიის წარმომადგენლებს, მათ შორის რადიო თავისუფლების ჟურნალისტებს.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – უმძიმესი დღე დადგა, ზარ-ზეიმით მიღებული კანდიდატის სტატუსი, დღეს ევროკავშირმა ბუტაფორიად შეაფასა და პრაქტიკულად გაგვიყინა – ამ გზაზე დაბრუნება მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ყველა უნდა გამოვიდეთ და ვუპასუხოთ რუსთაველიდან

საქართველოს საგარეო უწყება – შემაშფოთებელია, რომ გაფართოების ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით უსაფუძვლო ნეგატიური შეფასებების გასაჟღერებლად და მორიგი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის არის გამოყენებული