მარკეტა გრეგოროვა – ხალხი მშვიდობიანად გამოვიდა ქუჩებში, საქართველოს პრეზიდენტის ჩათვლით, რომელიც ძალადობას შეეწინააღმდეგა – გმირები ხართ

„ქართული ოცნების“ მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩერა არჩევნების შემდეგ, რომელსაც ამ კვირაში ევროპარლამენტში ხმა მივეცით, როგორც არალეგიტიმურს, – ასე ეხმაურება ევროპარლამენტის წევრი ჩეხეთიდან, მარკეტა გრეგოროვა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
„ხალხი მშვიდობიანად გამოვიდა ქუჩებში – პრეზიდენტის ჩათვლით, რომელიც ძალადობას შეეწინააღმდეგა და პოლიციას ესაუბრა. აქ ის მათ მოუწოდებს საქართველოს და არა რუსეთის მიმართ ერთგულებისკენ. გმირები ხართ“,- წერს ჩეხი ევროპარლამენტარი.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: დაინტერესებულებს კი, დიდი ივანე მაჩაბლის, აწ უკვე მიწასთან გასოწრებული და გამქრალი ნასახლარიც შემიძლია ვაჩვენო, ლიახვისაკენ ხეითის ჩასახვევთან… მაგ საყდართან დახვრიტეს პირველი ქართველი ბიჭი!