ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური პროცესების ფონზე, სასწავლო პროცესს დროებით სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტიც აჩერებს

ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური პროცესების ფონზე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი სასწავლო პროცესს დროებით აჩერებს.
ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტი ავრცელებს.
„სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, 29 ნოემბერს, 17:00 საათიდან სასწავლო პროცესი შეჩერებულია. სასწავლო პროცესის აღდგენის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ელ. ფოსტის საშუალებით მიიღებთ“, – აღნიშნულია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესს წყვეტს საქართველოს უნივერსიტეტი და ასევე, კავკასიის უნივერსიტეტი. ამასთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გაემიჯნა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ 2028 წლამდე შეწყვიტოს ევროკავშირთან მოლაპარაკებები.

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ ბოლოკაძე: მაშინ, როცა ქოცები ევროკავშირს მეორე საბჭოთა კავშირს, დიფ სთეითს, მტრებს და ქართველობის წამრთმევებს ეძახიან, ჩვენი მეზობლები ყოველდღიურად ამტკიცებენ საპირისპიროს. ვითარდებიან, რუსული მარწუხებისგან თავისუფლდებიან და დემოკრატიული ინსტიტუტების ნაწილი ხდებიან

თეიმურაზ პაპასქირი – ოპოზიციის ციხეში ჩასმა ივანიშვილს სავაჭროდ უნდა, ფსონს წევს, ეს ისწავლა საკუთარი პატრონისგან, მოსკოვისგან – „საბოტაჟის საქმე“ ცრუ მოწმეებითაა სავსე და როცა ხელისუფლება შეიცვლება, ყველა პასუხს აგებს, პროკურორიც და მოსამართლეც