EU-მ უნდა გაუუქმოს უვიზო რეჟიმი დიპ.პასპორტების მფლობელებს და დააწესოს სანქციები – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი “ქართული ოცნების” მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმიანება და მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა უნდა გაუუქმოს უვიზო რეჟიმი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს და დააწესოს ინდივიდუალური სანქციები.
“მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება, გააუქმოს ქვეყნის ევროინტეგრაციის არჩევანი. პოლიტიკის ამ ფუნდამენტურ ცვლილებას საქართველო ს მიჯაჭვულობასა და დიდ გაურკვევლობაში მიჰყავს. ევროკავშირმა უნდა გაუუქმოს უვიზო რეჟიმი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს და დააწესოს ინდივიდუალური სანქციები”,- წერს ევროპარლამენტარი.