დაკავებულთა სრული უმრავლესობა ნაცემია – ადვოკატები

სისხლიან ღამეს დაკავებული 43 მომიტინგიდან უმეტესობა ნაცემია – ამ ინფორმაციას “პირველებს” უფლებადამცველები უდასტურებენ. იზოლატორებში გამოკეტილი მოქალაქეები ადვოკატებთან ძალადობის უპრეცედენტო ფაქტების შესახებ ყვებიან. მათი ნაწილი იხსენებს, რომ ხელბორკილების დადების შემდეგ, ფიზიკური ძალადობის მეორე სერია საპოლიციო მანქანებში დაიწყო.
ცნობისთვის, ინფორმაციას, რომ 43 პირია დაკავებული, ავრცელებს. რეალურად, დაკავებულთა რიცხვი, უცნობია.
დაკავებულებს დაზიანებების კვალი თავის, სახის და სხეულის სხვადასხვა ნაწილში აღენიშნებათ.
დაკავებული არის ნაცემი. აქვს პრეტენზია, იმასთან დაკავშირებით რომ აბსოლუტურად შეხება არავისთან არ ჰქონია. იდგა დროშით რუსთაველის გამზირზე. მოვიდნენ დააკავეს, შემდეგ წაიყვანეს, საკმაოდ ძლიერად გაუსწორდნენ ფიზიკურად და ეს დაზიანებები დაფიქსირებულია. სიტყვიერად არავისთან არ ჰქონია არანაირი შეხლა- შემოხლა, არანაირი მიმართვაც კი, მაგრამ ამბობენ, რომ თითქოს ამან ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენა. თავის არეში აქვს დაზიანება და ეს ყველაფერი გადაღებულია და კარგად ჩანს როგორ ურტყამს პოლიცია, რამდენიმე კაცს ჰყავს დაჭერილი ის და თავისი მეგობარი და ურტყამენ. ფეხზეც აქვს მიღებული, დამაგდესო, როცა დამიჭირეს. დგას დროშით ხელში არავისთან კონფლიქტი არ აქვს და არც არავინაა მის გარშემო, მოდის პოლიცია 2 კაცი უკნიდან აკავებს მიჰყავთ და უსწორდებიან ფიზიკურად ”, – ამბობს ადვოკატი ტვ პირველთან.
იზოლატორები გადავსებულია. ამიტომ გომელაურის რაზმის წევრები ამ მომენტამდე ვერ ახერხებენ დროებითი მოთავსების საკნებში დაკავებულების შესახლებას.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)