ჯანდაცვის სამინისტრო – სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა, საპროტესტო აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში 33 პირი გადაიყვანეს, საიდანაც 13 აქციის მონაწილე იყო, 4 მედიის წარმომადგენელი, ხოლო 16 -ს თანამშრომელი

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა, საპროტესტო აქციიდან სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 33 პირი გადაიყვანეს, საიდანაც 13 აქციის მონაწილე იყო, 4 მედიასაშუალების წარმომადგენელი, ხოლო16 -ს თანამშრომელი.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ნაწილმა უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულება.
„რამდენიმე დაშავებული კლინიკაში რჩება მედიკოსების რეკომენდაციის შესაბამისად“,- აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.
ცნობისთვის, აღნიშნული სტატისტიკა არ მოიცავს იმ პირებს, ვინც თვითდინებით მიმართა სამედიცინო დაწესებულებას.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)