“რეებს იგონებთ, რა ქიმიური საშუალებები, სისულელეებს ნუ ლაპარაკობთ” – კალაძე

“რეებს იგონებთ, რა ქიმიური საშუალებები, სისულელეებს ნუ ლაპარაკობთ” – კალაძე
ფიქრობს, რომ გუშინდელი ძალადობით დარბეული აქცია დემოკრატიაა – თბილისის მერი ამბობს, რომ გომელაურის რაზმის წევრები გუშინ წესრიგს იცავდნენ.
კალაძე პასუხისმგებლობას არ გრძნობს გუშინდელ ძალადობაზე, არც ნაცემ ჟურნალისტებზე, რომელთა ნაწილს ძვლები ჩამტვრეული აქვს და ზოგიერთს ოპერაციაც კი დასჭირდა.
ცრუ პროპაგანდაა, რასაც თქვენ ახორციელებთ, ამიტომ აგებთ ყველაფერს და წააგებთ ყველაფერს. სიცრუე, რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის, მერწმუნეთ. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მის თანამშრომლებს – შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იცავენ წესრიგს. ჟურნალისტი არ ნიშნავს, იმას რომ ყველაფერი იკადრო და ვიღაცებს მიაყენო შეურაცხყოფა.
კალაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ წყლის ჭავლში ქიმიური საშუალებები იყო გარეული. მერი ასევე ამტკიცებს, რომ საქართველოში გამოხატვის თავისუფლება დაცულია.
რეებს იგონებთ, რა ქიმიური საშუალებები, სისულელეებს ნუ ლაპარაკობთ. აქციის ჩატარება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში დაცულია. გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ პოლიციელს მიაყენო შეურაცხყობა. უამრავი კადრები არსებობს ამის. ამას ყოველთვის მოჰყვება რეაგირება და არ დარჩება პასუხის გაუცემელი არცერთი გადაცდომა”, – ამბობს .
წყარო – ტვ პირველი