მას შემდეგ, რაც ტერიტორია მომიტინგეებისგან ძალადობრივად გაათავისუფლეს, სამართალდამცველებს რუსთაველის გამზირი გადაკეტილი აქვთ.
სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირის ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან ეტაპობრივად გაათავისუფლა წყლის ჭავლისა და სხვა სპეციალური საშუალებების გამოყენებით.




