“ამ ორი ფეხბურთელიდან ერთ-ერთი მაინც” – კონტემ დე ლაურენტისს სასურველი მოთამაშეები დაუსახელა

“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ცენტრალური მცველის შეძენა მოსთხოვა, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი პაოლო ბარგიჯა ავრცელებს.
წყაროს ცნობით, იტალიელმა სპეციალისტმა დე ლაურენტისს იაკუბ კივიორის (არსენალი) ან რადუ დრაგუშინის (ტოტენჰემი) ვარიანტები შესთავაზა და იანვარში ერთ-ერთი მათგანის გაფორმება სთხოვა.
“რაფა მარინი და ხუან ჟესუსი სკუდეტოსთვის ბრძოლაში სათანადო გარანტიებს არ იძლევიან. კონტემ დე ლაურენტისს კივიორის ან დრაგუშინის შეძენა მოსთხოვა. “ნაპოლი” ზამთარში ცენტრალური მცველის გაფორმებას შეეცდება”, – განაცხადა ბარგიჯამ Netweek Sport-თან ინტერვიუში.