ისრაელის თავდაცვის ძალები – „ჰეზბოლას“ 12 500 სამიზნეს დავარტყით

ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაჯგუფება „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ განხორციელებული მოქმედებები შეაჯამა და განაცხადა, რომ 14-თვიანი დაპირისპირების განმავლობაში 12 500 სამიზნეს დაარტყა, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
თავდაცვის ძალების მტკიცებით, „ჰეზბოლას“ 12 500-ზე მეტ ობიექტს დაარტყა, მათ შორის 1 600 სამეთაურო ცენტრსა და 1 000 იარაღის საცავს.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, სახმელეთო შეტევაში მონაწილეობა მიიღო ბრიგადის დონის 14-მა სპეცრაზმმა და 100-ზე მეტი სპეცოპერაცია განხორციელდა.
თავდაცვის ძალების მტკიცებით, „ჰეზბოლას“ 2500 ოპერატორის დაღუპვა დაადასტურეს, თუმცა, მათი შეფასებით, ეს რიცხვი დაახლოებით 3500-ს შეადგენს. თავდაცვის ძალების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არის „ჰეზბოლას“ ყოფილი ლიდერი ჰასან ნასრალა და ტერორისტული ჯგუფის უმაღლესი ხელმძღვანელობის 13 წევრი.
„ჰეზბოლას“ წინააღმდეგ განხორციელებული მოქმედებების დროს ისრაელმა დაახლოებით 12 000 ასაფეთქებელი მოწყობილობა და დრონი, 13 000 რაკეტა, გამშვები და ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო სარაკეტო სისტემა ამოიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – პაველ ჰერჩინსკის მიერ ორგანიზებულ ევროპის დღეებზე თავს დაესხნენ ჟურნალისტს – მას ამაზე არაფერი არ უთქვამს, ამაზრზენია რაც მოხდა და კიდევ უფრო ამაზრზენი რომ რეაგირება არ აქვს

მაკა ბოჭორიშვილი – ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრა კარგი ფორმატია ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ სასაუბროდ – არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ ცრუ ნარატივებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასება