,,დღეს რუსთაველზე გვარბევს რეჟიმი, რომელიც საქართველოს ხელისუფლება არაა“ – ვახუშტი მენაბდე

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე:
,,დღეს რუსთაველზე გვარბევს რეჟიმი, რომელიც საქართველოს ხელისუფლება არაა. მათ ძალაუფლება უზურპაციის შედეგად ჩაიგდეს ხელში.
1. კონსტიტუციის დარღვევით ჩატარდა.
არჩვენებზე ხმის მიცემა ფარულობის დარღვევით მიმდინარეობდა. კონსტიტუციაში შავით თეთრზე წერია რომ არჩევნები უნდა იყოს ფარული. მაგრამ ეს არჩევნებზე შავით თეთრზე ჩანდა ამომრჩეველმა ვის მისცა ხმა;
2. პარლამენტმა საკუთარი უფლებამოსილება არაკონსტიტუცოურად ცნო.
არჩევნების კონსტიტუციურობა საკონსტიტუციო სასამართლოში იყო გასაჩივრებული და დავის დასრულებამდე პარლამენტს საკუთარი თავის უფლებამოსილების ცნობა არ შეეძლო;
3. მთავრობამ დაარღვია კონსტიტუციით მასზე დაკისრებული ევროინტეგრაციის ვალდებულება
კონსტიტუციაში წერია რომ ყველა სახელმწიფო ორგანო ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ქართულმა ოცნებამ კი ეს პროცესი დეკლარირებულად შეაჩერა.
ჩვენ მშვიდობიანად ვითხოვთ კონსტიტუციის დაცვას, ხოლო არაკონსტიტუციურად არჩეული, თვითნებურად უფლებამოსილება გამოცხადებული და კონსტიტუციის ღიად დამრღვევი ხელისუფლება იყენებს ძალას.
ხელისუფლება მართვისას კანონს უნდა ეყრდნობოდეს, ქართული ოცნება ეყრდნობა ძალას.”