ბექა ქურხული: მაინტერესებს მეუფე ზენონის გარდა, რომლის ძალიან დიდი მადლობელი ვარ, კიდევ რომელიმე სასულიერო პირი, თუ ამოიღებს ხმას, ან როდისმე თუ დაარისხებენ სამრეკლოს ზარებს, როდესაც …

“Მე როგორც ქართველ. Მართმადიდებელ ქრისტიანს, სასულიერო პირების, მღვდელ მამა ისიდორე ქურხულის შთამომავალს, რომელიც 4 ვაჟიშვილთან ერთად იარაღით ხელში ებრძოდა მაშინდელ საბჭოთა უღმერთო და ათეისტურ რუსულ იმპერიას, რასაც მისი ოთხივე შვილი შეეწირა, საკუთარი საგვარეულო საყდრის “მთავარმოწამის” პატრონს, მათურის მთავარნგელოზის მეომარს, მართლა მაინტერესებს მეუფე ზენონის გარდა, რომლის ძალიან დიდი მადლობელი ვარ, კიდევ რომელიმე სასულიერო პირი, თუ ამოიღებს ხმას, ან როდისმე თუ დაარისხებენ სამრეკლოს ზარებს, როდესაც ვიღაც უსახო ნიღბიანი რობოკოპები, მათ სულიერ შვილებს არბევენ, ამ ყინვაში წყლის ჭავლით წუწავენ, თან მოწამლული წყლით, რომელიც არა მარტო მთელ სხეულს გიწვავს, მერეც სველ ტანსაცმელს რომ იხდი, მაშინაც კი სადაც მოგედება რამდენიმე საათი გეწვის…” – წერს სოციალურ ქსელში  მწერალი, სამხედრო რეპორტიორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ბექა ქურხული.