ჭიჭინაძის ქუჩაზე მომიტინგეები სამართალდამცველების მიმართულებით სხვადასხვა საგნებს ისროდნენ, სპეცრაზმი ე.წ. წიწაკის სპრეის იყენებდა

პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე დაძაბული ვითარებაა. ადგილზე მყოფ სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ჭიჭინაძის ქუჩა ამ დროისთვის, პოლიციელებისგან სრულად თავისუფალია, ის სპეცდანიშნულების რაზმმა ჩაანაცვლა. აქციის მონაწილეების ნაწილმა პოლიციელებს სხვადასხვა საგნები, ბოთლები ესროლეს.
ამასთან, დემონსტრანტებმა სავარაუდოდ, სამართალდამცავებს საღებავი შეასხეს, საპასუხოდ, კი პოლიციელები მათ ე.წ. წიწაკის სპრეის ასხამენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მეტრეველი: ბოლოს და ბოლოს, თუ ასე გწყუროდათ დებატები, თქვენს ტელევიზებში მოგეწვიათ ოპოზიციონერები და დამსხდადირიყავით მათთან სადისკუსიოდ. თუ თქვენს ტელევიზებსაც გვარამია მართავდა?