პარლამენტის მიმდებარედ, ჭიჭინაძის ქუჩაზე კვლავ დაპირისპირებაა – პოლიციამ სავარაუდოდ, რამდენიმე მომიტინგე დააკავა

ჭიჭინაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის კვლავ დაპირისპირებაა. პოლიციამ სავარაუდოდ, აქციაზე მყოფი
რამდენიმე მოქალაქეც დააკავა.
მიუხედავად არსებული სიტუაციისა, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი დაშლას არ აპირებენ.
ჭიჭინაძის ქუჩის გარდა მოქალაქეები იმყოფებიან ასევე, ჩიტაძის ქუჩაზე და პარლამენტის შენობის წინა მხარეს, რუსთაველის გამზირის მიმდებარედ.
ამასთან, ჭიჭინაძის ქუჩის გარდა სამართალდამცველები, კერძოდ კი სპეცრაზმი იმყოფება თავისუფლების მოედანზე.
ცნობისთვის, მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე პროტესტის გამოსახატად მას შემდეგ გავიდნენ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში მთავრობა არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან იოსელიანი – სანამ სახალხო დამცველი ვარ, სიმართლე არ დაიმალება – რამდენიმე აქტივისტის ჭკუაზე, რომლებმაც ბილწსიტყვაობით და სიძულვილის ენის გამოყენებით გამაცნეს თავი, ეს ინსტიტუტი არ ივლის – ამას უნდა შეეგუოთ, მომდევნო 4 წლის განმავლობაში

ირაკლი კობახიძე – კონკრეტული პოლიტიკოსები საქართველოდან მიდიან აშშ-ში იმისათვის, რომ 220 000 კაცს შორის აღმოჩნდნენ და მიიღონ მონაწილეობა პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაში, ეს არის მათი არჩევანი