ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციონერ ლიდერებს შორის შეხვედრა დასრულდა

ორბელიანების სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციურ ლიდერებს შორის შეხვედრა დასრულდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ლიდერებმა განაცხადეს, მათი მთავარი მოთხოვნაა, დაინიშნოს ხელახალი . ოთხივე პარტიის წარმომადგენელს პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული საკითხების ირგვლივ სრული ერთიანობა აქვს.
როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ყველა პარტია ერთიანად იქნება პროცესებში ჩართული.
პარტიის ლიდერები პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსთაველის გამზირზე პროტესტის მონაწილეებს შეუერთდებიან.
აღსანიშნავია, რომ მანამდე პრეზიდენტი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.
დიპლომატებთან და ოპოზიციურ პარტიებთან საგანგებო შეხვედრა ჩაინიშნა მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ – მინისტრმა მ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა.
კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან იოსელიანი – სანამ სახალხო დამცველი ვარ, სიმართლე არ დაიმალება – რამდენიმე აქტივისტის ჭკუაზე, რომლებმაც ბილწსიტყვაობით და სიძულვილის ენის გამოყენებით გამაცნეს თავი, ეს ინსტიტუტი არ ივლის – ამას უნდა შეეგუოთ, მომდევნო 4 წლის განმავლობაში

ირაკლი კობახიძე – კონკრეტული პოლიტიკოსები საქართველოდან მიდიან აშშ-ში იმისათვის, რომ 220 000 კაცს შორის აღმოჩნდნენ და მიიღონ მონაწილეობა პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაში, ეს არის მათი არჩევანი