აქცია მიმდინარეობს ფოთშიც, სადაც მოქალაქეები მთავრობის დღევანდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ფოთშიც. სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აღმაშენებლის ქუჩაზე შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეები მთავრობის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.
მათ ხელში უჭირავთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ევროპულ მომავალს არ დათმობენ.
„ ჩვენ ვაპროტესტებთ იმ განცხადებას, რაც გააკეთა ირაკლი კობახიძემ. გამოვედით ქუჩაში აღშფოთებული ადამიანები. მოვუწოდებ ფოთელებს გამოვიდენ. აქციები იქნება იქამდე, სანამ არ მივაღწევთ შედეგს და არ დავიბრუნებთ ჩვენს მომავალს , რომელიც უკავშირდება ევროპას,“ – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლსკი უძილაურზე – არ შეიძლება ვიღაცას ფარდის მიღმა ელაპარაკებოდე და სახელმწიფოს შესახებ ინფორმაცია, საფასურის სანაცვლოდ, ჩუმად გასცე, ეს ღალატია! – ბიძინა ივანიშვილის პრესმდივანი არ ყოფილა, ნუ დახატავთ, რომ მისი მარჯვენა ხელი იყო