პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიპლომატებს საგანგებო რეჟიმში შეხვდება

ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე “ქართული ოცნების” უარის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა საგანგებო რეჟიმში ჩანიშნა.
ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრა დღეს საღამოს, ორბელიანების სასახლეში გაიმართება.
28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ, “ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს, 2028 წლის ბოლომდე, ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე.
ჩვენ ვაპირებთ არა მათხოვრობით და ცალ ფეხზე დგომით ევროკავშირში შესვლას, არამედ ევროკავშირში ღირსეულად გაწევრიანებას, გამართული დემოკრატიული სისტემითა და ძლიერი ეკონომიკით“, – თქვა მ.