ორბელიანების სასახლეში ოპოზიციონერი ლიდერები იკრიბებიან

საქართველოს პრეზიდენტი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან შეხვედრას გამართავს.
ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტთან შეხვედრაზე მივიდნენ: “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის”, “ძლიერი საქართველოს” და “კოალიცია ცვლილებების” ლიდერები. ასევე, ადგილზე მივიდნენ “ფედერალისტების” წარმომადგენლებიც.
ამ დროისთვის, პრეზიდენტი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა, რომელიც საგანგებო რეჟიმში­ ჩანიშნა, რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
როგორც ცნობილია შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტი განცხადებას გააკეთებს.
დიპლომატებთან საგანგებო შეხვედრა ჩაინიშნა მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა.
კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

ALDE – მკაცრად ვგმობთ ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას და სხვა პოლიტიკოსების დაპატიმრების შესახებ მუქარებს – ამ ნაბიჯს განვიხილავთ, როგორც კიდევ ერთ მტკიცებულებას, რომ “ქართული ოცნების” მთავრობას პროტესტებისა და მზარდი საჯარო ზეწოლის ეშინია

მაია კოპალეიშვილი ზურაბ ჯაფარიძის დაკავებაზე – იქამდე მივედით, რომ ადვოკატის ყოლის უფლებაც კი შეუზღუდეს, რა თქმა უნდა, სპეციალურად – რაც დღეს სასამართლომ ჩაატარა, იყო პოლიტიკური დაკვეთის შესრულება