“წადით რა, გზას გაუდექით… “რუსკი კარაბლის” მარშრუტით” – ხოფერია

ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია:
არასავალდებულო რეზოლუცია საქართველოს შესახებო. ვკითხულობდი და ვიცინოდი… არადემოკრატიული ო! აი, მაია სანდუ ხომ გყავთ დემოკრატიულად არჩეული?! სანქციებიო ბიძინასო და აქტივების ჩამორთმევაო… ვაი თქვენ პატრონს! ხან ვის აქტივებს ასკდებით და ხან ვის… და ამასობაში, გაკოტრდით, კრიზისებში და “თერმოუბედურებებში” ხართ გახვეული.
ისე, ამოხვედით ყელში! ამდენი ტყუილი და ცილისწამება, ამდენი ქართველის შეურაცხყოფა! მილიონზე მეტი ამომრჩევლისთვის სახეში შეფურთხება… ს მხრიდან ჩარევა საქართველოს არჩევნებშიო… და ეს რა არის რასაც თქვენ კადრულობთ?! დიახ, ეს მხოლოდ ჩარევა არაა… ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფა, ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის უგულვებელყოფა, ეს არის საბოტაჟი ქართული სახელმწიფოს წიმააღმდეგ! და იცით რაა… არ მინდა ასეთი ევროპული მომავალი! არც ასეთი მოძალადე და აგრესორი ევროპა მინდა! არც ასეთი სსრ- ევრო-კავშირი მინდა! წადით რა, გზას გაუდექით… რუსკი კარაბლის მარშრუტით და თან წაიღეთ..!!.. ეგ თქვენი არასავალდებულო რეზ(ვ)ოლუცია!