ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა:
“ერთი მხრივ, ჩვენც გვაქვს დასამტკიცებელი ევროკავშირთან, თუ გვინდა გაწევრიანება, მაგრამ ევროკავშირსაც აქვს დასამტკიცებელი ჩვენთან, რომ მისი მიზანია ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის კეთილდღეობა, მისი მიზანია გაუფრთხილდეს ჩვენს ტრადიციულ ფასეულობებს, შევინარჩუნოთ მშვიდობა ამ ქვეყანაში. ერთმანეთს უნდა დავუმტკიცოთ ჩვენ, რომ გვინდა ერთმანეთისთვის სიკეთე. ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი“
მან ასევე უპასუხა შეკითხვას, რომელიც შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხებოდა:
„თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაუქმება თუ მოხდება, ეს არის სერიოზული დარტყმა, ბუნებრივია, ეკონომიკაზე, მაგრამ დღეს არ ვართ ჩვენ ამაზე სასაუბროდ მოსული. ჩვენ გვაქვს ჩვენი პროგრამა და ჩვენი მთავარი ამოცანა არის ამ პროგრამის შესრულება. შალვა პაპუაშვილს საუბარი ექნებოდა იმაზე, ხვალ რომ რაღაც მოხდეს, რას გამოიწვევს ეს. ჩვენ გვაქვს ამიტომ 6-წლიანი მიზანი. ხვალ რომ რაღაც მოხდეს, შეიძლება ამან გამოიწვიოს გარკვეული კატაკლიზმები, მაგრამ ამიტომ გვაქვს 6-წლიანი მიზანი, რომ მანამდე ადაპტაცია განახორციელოს. მარტივ რამეზეა საუბარი, სიტყვაზე, შენ რომ გახდე ევროკავშირის წევრი, შეიძლება მოგიწიოს უვიზო რეჟიმის გაუქმება არაერთ ქვეყანასთან, რაც გამოიწვევს რამდენიმე მილიონით ტურისტების შემცირებას. ეს არის ალბათ, რაზეც ჰქონდა საუბარი პარლამენტის თავმჯდომარეს“
