„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნანა მალაშხია 29 ნოემბერს სასამართლოში დაიბარეს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნანა მალაშხია სასამართლოში დაიბარეს. როგორც მალაშხია სოციალურ ქსელში წერს, სასამართლოში, 17 ნოემბერს, ჭავჭავაძისა გამზირისა და ვარაზის ხევის კვეთაზე გზის გადაკეტვის საქმეზე დაიბარეს.
„ველოდი, ცოტა დააგვიანეს. სასამართლოში დამიბარეს, ის, რაც მოვინიშნე: 174 პრიმა მუხლი მე-4 ნაწილი. სხდომა – 29 ნოემბერს, 15:00 საათზე. 17 ნოემბრის ფაქტი, ბლოკირება – ჭავჭავაძისა გამზირისა და ვარაზის ხევის კვეთა“, – წერს მალაშხია “ფეისბუქზე“.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა: დაუყოვნებლივ ვითხოვთ გამოძიების დაწყებას კახი კალაძის და იმ სახელმწიფო დაწესებულებების მიმართ, რომლებსაც ბაღებში საკვების ხარისხსა და ბავშვების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ

თამო კეშელავა: თურმე, ყველამ იცის, – პოლიციელმა, ბაღმა, ექიმმა, მერიამ, სააგენტომ, სამინისტრომ… დაიკიდეს ამდენი ოჯახი, მერი წავიდა და სკვერი გახსნა! ვინც წაიყვანდა კლინიკაში, – წაიყვანდა!