დუგინი ირაკლი კობახიძეს პრემიერის პოსტზე დამტკიცებას ულოცავს

კრემლის პროპაგანდისტი ალექსანდრ დუგინი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტსზე დანიშვნას ულოცავს და მას სპორტსმენად მოიხსენიებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაამტკიცეს. ვულოცავთ ირაკლი კობახიძეს, ადამიანს, პოლიტიკოსსა და სპორტსმენს”, – წერს დუგინი ტელეგრამზე.
სავარაუდოდ, დუგინს ყოფილ ფეხბურთელ მიხეილ ყაველაშვილში ერევა, რომელსაც “ქართული ოცნება” გაპრეზიდენტებას უპირებს.
დღეს, 28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში, რომლის კონსტიტუციურობაც სადავოა, მთავრობა ისე დაამტკიცა, რომ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს მისთვის კითხვა არ დაუსვამთ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამთავრობო პროგრამა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატების წინაშე წარადგინა, ვინაიდან ოპოზიცია, რომელმაც 26 ოქტომბრის არჩევნებში ბარიერი გადალახა, საპარლამენტო არჩევნების შედეგებსა და, შესაბამისად, მე-11 მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებს და არც პარლამენტში შედის.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)