ირაკლი კობახიძე – წინა 4 წელი იყო სირთულეებითა და გამოწვევებით სავსე, თუმცა ჩვენი ერთიანობით მოვახერხეთ და ყველა გამოწვევა დავძლიეთ, შევინარჩუნეთ მშვიდობა და 40 მლრდ ლარით გავზარდეთ ქვეყნის ეკონომიკა

გუნდის ერთიანობის შედეგია ის მიღწევები, რაც ჰქონდა ჩვენს ქვეყანას გასული 4 წლის განმავლობაში – დღეს, საქართველო არის სუვერენული და ძლიერი როგორც არასდროს და ეს თითოეული თქვენგანის დამსახურებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი მ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, წინა 4 წელი სირთულეებითა და გამოწვევებით იყო სავსე, თუმცა მმართველმა გუნდმა ყველა გამოწვევა დაძლია, შეინარჩუნა მშვიდობა და ეკონომიკა 40 მლრდ ლარით გაიზარდა.
„წინა 4 წელი იყო სირთულეებითა და გამოწვევებით სავსე. ამ 4 წლის განმავლობაში, ჩვენ გამოვიარეთ რევოლუციის ორი მცდელობა, ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლის მცდელობა, ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობა, თუმცა ჩვენი ერთიანობით მოვახერხეთ და ყველა გამოწვევა დავძლიეთ, შევინარჩუნეთ მშვიდობა და 40 მლრდ ლარით გავზარდეთ ამ 4 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იყო გუნდის ერთიანობის, გუნდის სიმყარის შედეგი და მინდა, ვისარგებლო ამ შემთხვევით და თითოეულ თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ ამ ერთიანობისთვის, ერთად ბრძოლისთვის, სწორედ, ამ ბრძოლის შედეგია ის მიღწევები, რაც ჰქონდა ჩვენს ქვეყანას გასული 4 წლის განმავლობაში. დღეს, საქართველო არის სუვერენული და ძლიერი როგორც არასდროს და ეს თითოეული თქვენგანის დამსახურებაა“,- განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას