მთავრობა 12 მილიონ ლარად 7 ათას პრინტერს და 16 ათას კარტრიჯს ყიდულობს

სახელმწიფო შესყიდვების ეროვნულმა სააგენტომ 7 ათასი პრინტერის შესასყიდად 12,226,050 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო პირობების თანახმად, ამ პრინტერებს უნდა მოჰყვეთ არანაკლებ 161 გვერდის ამობეჭდვისთვის საკმარისი კარტრიჯები.
“სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს A4 ფორმატის მრავალფუნქციური 7 039 ერთეული შავ-თეთრი ლაზერული პრინტერი და არანაკლებ 161 170 000 გვერდის დასაბეჭდად საჭირო 16,170 კარტრიჯი,”- ნათქვამია დოკუმენტაციაში.
სატენდერო ინფორმაციის თანახმად, ყველაზე მეტი 1123 პრინტერის და 1123 კარტრიჯის შესყიდვას საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო გეგმავს, 500 პრინტერის და 2000 კარტრიჯის შესყიდვას საერთო სასამართლოები გეგმავენ, ხოლო თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროები 300-300 პრინტერის შესყიდვას გეგმავენ.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, კომპანიებს საკუთარი წინადადებების წარდგენა 5-6 დეკემბრის პერიოდში შეეძლებათ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი: პატრიარქი ხშირად ახსენებდა მადლიერებას, ქრისტიანისთვის აუცილებელ და ღმერთთან დამაკავშირებელ თვისებას – ახლა, მისი ღვთივ განსვენების დროს, ვხედავთ ამ მადლიერებას მისი ხალხის თუ საერთაშორისო საზოგადოებისგან

მეფე ჩარლზ III: 2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს