“ამას ვერ შეგპირდებით” – რა განაცხადა დე ლაურენტისმა

“ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ “პარტენოპეი” ტიტულების მოგებისთვის ყოველ წელს ვერ იბრძოლებს.
“გპირდებით, რომ სკუდეტოს კვლავ მოვიგებთ, თუმცა ყოველ წელს ამის გაკეთებას ვერ შევძლებთ. ფეხბბურთელები ყოველთვის ერთ დონეზე თამაშს ვერ შეძლებენ. გარდა ამისა საჭიროა იღბალიც, ეს ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული”, – განაცხადა დე ლაურენტისმა.
შეგახსენებთ, “ნაპოლი” სერია A-ს სატურნირო ცხრილში 24 ქულით მე-5 ადგილს იკავებს, “პარტენოპეი” დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე, ჩემპიონატის მე-15 ტურში “იუვენტუსს” დაუპირისპირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში