,,რეზოლუციებში ჩადებულია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლის მოთხოვნა’’- ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმაურება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, რეზოლუციებში ჩადებულია, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლის მოთხოვნა და როცა ევროპარლამენტი ასეთ რამეს ითხოვს, იქ შესაბამის რეზოლუციებს არავითარი ფასი არ აქვს. მისი შეფასებით ევროპარლამენტის, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციები უსამართლოა.
„ეს არ არის ახალი, ეს არის, თუ არ ვცდები,მე-5 რეზოლუცია, რასაც იღებს ევროპარლამენტი. არცერთ წინა რეზოლუციას არავითარი ფასი არ ჰქონია არავისთვის, მათ შორის, არც ევროკომისიისთვის, არც ევროპული საბჭოსთვის და ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ვერ ექნება ვერავითარი ფასი ისეთ რეზოლუციებს, რომლებიც არის აბსოლუტურად უსამართლო, რომლებიც ითხოვს, გარდა ასეთი მოთხოვნებისა, ამ რეზოლუციებში არის ჩადებული, მაგალითად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლის მოთხოვნა. სანქციების დაწესება პირდაპირ მოითხოვეს ჩვენგან, რაც ჩამოშლიდა ქვეყნის ეკონომიკას. როცა ევროპარლამენტი ასეთ რამეს ითხოვს, იქ, ბუნებრივია, შესაბამის რეზოლუციებს არავითარი ფასი არ აქვს. ასეთი იქნება, რა თქმა უნდა, მათი მე-5 რეზოლუციაც, რომელიც ხვალ უნდა დამტკიცდეს, როგორც ვიცი“, – განაცხადა ირაკლი მ.
ევროპარლამენტის რეზოლუციაში საუბარია სანქციებზე, ვიზალიბერალიზაციაზე და ახალი მოთხოვნაზე. ასევე, საუბარია ს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე.