ნინო დოლიძე – მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვაზე ვისაუბრე ყველა იმ დარღვევაზე, რაც “სამართლიანმა არჩევნებმა” წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღესა და შემდგომ გამოავლინა

“სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელი, ნინო დოლიძე არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა.
როგორც ნინო დოლიძე სოციალურ ქსელში წერს, მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვაზე ისაუბრა ყველა იმ დარღვევაზე რაც “სამართლიანმა არჩევნებმა” გამოავლინა.
„დღეს, მაგისტრატ მოსამართლესთან გამოვიკითხე მოწმის სახით, 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში. ვისაუბრე ყველა იმ დარღვევაზე რაც “სამართლიანმა არჩევნებმა” წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღესა და შემდგომ პერიოდში გამოავლინა“, – წერს ნინო დოლიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: კობახიძე რატომ არ ყიდულობს ამ დაბალფასიანს? რატომ არ ჭამს ამ ფასიანს, ხომ ვარგა? ჩემი მეზობელი, მეგობარი, ნათესავი რასაც ჭამს, იმას რატომ არ ჭამს, თუ კაია? მილიონიანი მანქანა რომ ჰყავს, წამოვიდეს, ვაყიდინებ პრიუსს…