ნინო ლომჯარია – საკანონმდებლო რეგულირებიდან გავიდნენ ჩვენი ინსტიტუტები – ცესკომ და პარლამენტმა კანონის დარღვევით გამოაცხადა პრეზიდენტის არჩევნების თარიღი, რაც საარჩევნო კოდექსით დადგენილ ვადებს ეწინააღმდეგება

საკანონმდებლო რეგულირებიდან გავიდნენ ჩვენი ინსტიტუტები. მ და პარლამენტმა კანონის დარღვევით გამოაცხადა პრეზიდენტის ს თარიღი, რაც ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსით დადგენილ ვადებს,- ამის შესახებ სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ წარმომადგენელმა, ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც ლომჯარიამ განმარტა, გუშინ ცესკომ პარლამენტის ფუნქცია შეითავსა.
„პრეზიდენტის არჩევნების გამოცხადების და კანდიდატის წარდგენის დროსთან დაკავშირებით კანონი შეცვალა საკუთარი ნორმატიული აქტით. ეს არის უკანონო.
არამარტო პარლამენტის შეკრებაა არალეგიტიმური, საკუთარი უფლებამოსილების ცნობაა არალეგიტიმური, არამედ ახლა არის პრეზიდენტის არჩევნების გამოცხადება ცესკო-ს მიერ კანონის მოთხოვნების სრული უგულებელყოფით.
საკანონმდებლო რეგულირებიდან გავიდნენ ჩვენი ინსტიტუტები. ცესკომ და პარლამენტმა კანონის დარღვევით გამოაცხადეს პრეზიდენტის არჩევნების თარიღი, რაც ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსით დადგენილ ვადებს“, – აღნიშნა ლომჯარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ