“შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მე ვარ გამომძიებელი” – რას ამბობს საგამოძიებო უწყებიდან გამოსული ნინო ლომჯარია

სასამართლოში ყოფილი სახალხო დამცველის გამოკითხვა დასრულდა. ნინო ლომჯარიამ, რომელიც ს გაყალების საქმეზე, მოწმის სტატუსით იყო დაბარებული, გამომძიებელს ჩვენება მისცა და ის მტკიცებულებები გადასცა, რომელიც არჩევნების დღეს და შემდეგ მოაგროვეს.
ლომჯარიას თქმით, პროკურატურას ს შესაძლო გადაცდომებზეც მიაწოდა ინფორმაცია.
“მე მოვყევი ჩემი სათქმელი, ყველა ის შეფასება, რაც გავაკეთე, რას ეყრდნობოდა, რა მტკიცებულებებს და გადავეცი ყველანაირი მასალა, შემდეგ კი იყო კონკრეტული შეკითხვები, თუ ვინ არიან დამრღვევები, ვინ აძლევდა ხმას და ა.შ. უფრო მეტად იყო შეკითხვები, სახელებსა და გვარებზე. ჩემი პასუხი იყო შემდეგი: საჩივრები, რაც დავტოვეთ, დეტალურად აღწერს, რომელ უბანზე რა ხდებოდა, ვინ იყო დამკვირვებელი. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მე ვარ გამომძიებელი და პირიქით, ისინი მთხოვენ რომ დავუმტკიცო, არჩევნების გაყალბება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს