,,ფორკსზე” დოლარის კურსმა, 2022 წლის მარტის შემდეგ პირველად, 108 რუბლს გადააჭარბა.
27 ნოემბრის 12:30 საათის მონაცემებით, 1 ამერიკული დოლარის ღირებულება 108,7025 რუბლია, რაც გასულ კვირასთან შედარებით რუსული ვალუტის 3.04%-ით გაუფასურებაა.
БКС Мир инвестиций-ის ექსპერტის, დიმიტრი ბაბინის განმარტებით, ამის მიზეზი რუბლზე გაზრდილი წნეხია. საფინანსო სექტორში ვარაუდობენ, რომ რუსეთის ეროვნული ვალუტის კურსი ახლო მომავალშიც არ დასტაბილურდება.
საფინანსო სექტორში ელოდებიან, რომ რუბლი ჩინურ იუანთან მიმართებითაც ისტორიულ მაქსიმუმამდე გაუფასურდება. 2025 წელს იუანის კურსმა (CNY/RUB) შესაძლოა 15,2 რუბლს მიაღწიოს, ხოლო დოლარის კურსმა (USD/RUB) — 112 რუბლს. რაც შეეხება ევროს, БКС Мир инвестиций-ის პროგნოზით, მომდევნო წლისთვის მისი ღირებულება (EUR/RUB) — 119,8 რუბლამდე გაიზრდება.