“ყაველაშვილი თავისი ბუნებით, თუ გნებავთ ჰაპიტუსითაც არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება” – ივანიშვილი

საქართველოს რიგით მეექვსე პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილია.

“ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყაველაშვილი ქართველი კაცის საუკეთესო მაგალითია.

თავისი ბუნებით, თუ გნებავთ ჰაბიტუსითაც არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება – დარწმუნებული ვარ, ის სრულად დაუბრუნებს პრეზიდენტის ინსტიტუტს დროებით წართმეულ ღირსებას.”- თქვა ბიძინა ივანიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ