“მანჩესტერ იუნაიტედს” ზამთარში 3 ფეხბურთელის გაყიდვა სურს

“მანჩესტერ იუნაიტედი” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ჯეიდონ სანჩოს, რაფა ვარანისა და კაზემიროს გაყიდვას შეეცდება, ამის შესახებ ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ტენ ჰაგი კაზემიროს ხშირი ტრავმიანობით უკმაყოფილოა და თვლის, რომ ბრაზილიელი ზედმეტად მაღალ ხელფასს იღებს, ვარანი მეტ სათამაშო დროს ითხოვს და ფრანგს “მანკუნიანელთა” დატოვება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, სანჩოსა და ნიდერლანდელი სპეციალისტის კონფლიქტი კი უკვე ყველასთვის ცნობილია.
შეგახსენებთ, “მანჩესტერ იუნაიტედი” პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 27 ქულით მე-6 ადგილს იკავებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში