“სპეცრაზმით სავსე უნივერსიტეტი, ეროვნული პროგრამიდან ამოღებული ვაჟა და ილია, (განდეგილს ალბათ ევგენი ონეგინით ჩაანაცვლებენ.) პრეზიდენტობის კანტდიდატად კი, ყაველაშვილი, წიგნიერების ჯომოლუნგმიდან. მოვლენათა ძალიან საშიში ჯაჭვი, რომლითაც საქართველო გადაგვარების რუსულ ძელზე მიაბეს. ჩვენ გვეყოლება უწიგნური მთავარსარდალი, რომლის ყველაზე ძლიერ მხარესაც უბადლო მონური ერთგულება და დასავლეთის გინება წარმოადგენს. აღარაფერი დარჩა საქართველოდან უქართველომდე და მაინც, შინ თბილად ჯდომას რომ ამჯობინებს, კომფორმისტია თითქმის მთელი ერი. სისხლს მოგვიწამლავს ისტორიული მახათი და უმოქმედობა. უკვე ხომ ყველაფერი ცხადად გვაკადრეს. იქნებ, ღირსნი ვართ…
უცხო სასახლე
სად იყრი მახათს გამეტებით ქართველო კაცო?
აღარ გაქვს, ის, რაც ანდაზაში ხატოვნად დარჩა.
რუსმა წაიღო, მოიტაფავს
ნაბახუსევზე.
არც ქვეყანაა შენი საქმე,
არც მომავალი.
გელათის წვიმებს ცა უკვდებათ
ავდრის სიმსივნით.
შენ განდეგილის ცოდვით იბან
ამ დილით ხელებს
და ბახტრიონის ციხის ტყვეა
ეს შემოდგომა.
ჩამოღამდება დაჩეხილი
მთვარის სინდრომით,
ციურ სხეულებს ნაფოტები
სცვივათ ტანიდან.
შეაწებე და გააკეთე
უცხო სასახლე.
მეკუბოვე ხარ,
საკუთარი, ლამაზი ქვეყნის
და ქართველობის
უთვალცრემლო ჭირისუფალი……………..” – წერს პოეტი გაგა გოგსაძე სოციალურ ქსელში.