“ასეთ დესტრუქციულ ქმედებებს, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, არანაირი ელექტორალური გავლენა არ ექნება” –

პარლამენტის ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის პირველი მოადგილე მიიჩნევს, რომ ნიკა მელიას გუნდიდან წასვლასა და სხვა თანმდევ პროცესებს “ნაცმოძრაობის” ელექტორატზე გავლენა არ ექნება.
ბეჟაშვილი ამბობს, რომ ბოლო 9 თვის განმავლობაში მიზანმიმართულად ცდილობდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დაზიანებას.
“მთელი ამ 9 თვის განმავლობაში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ მიმდინარეობდა გამალებული კამპანია და ლოგიკური შედეგით დამთავრდა. ჩვენთვის თავიდანვე ცნობილი იყო მათი სტრატეგია, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებდნენ იმისათვის, რომ პარტიისათვის მაქსიმალურად მეტი ზიანი მიეყენებინათ და შემდეგ გასულიყვნენ და ცალკე პარტია შეექმნათ.
ასეთი ფაქტები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ისტორიაში ბოლო 12 წლის განმავლობაში რამდენიმე ეტაპად განხორციელებულა და არცერთ ასეთ ცალკე გასვლას შედეგი არ გამოუღია. ყოველთვის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” კიდევ უფრო ძლიერი გამოდიოდა ასეთი ფაქტებიდან. “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” აქვს შესაბამისი კვლევები, შესაბამისი ანალიტიკური ინფორმაცია და მერწმუნეთ, ასეთ დესტრუქციულ ქმედებებს, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, 9 თვიანი კამპანიის დაგვირგვინების სახით, არანაირი ელექტორალური გავლენა არ ექნება,”- აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიამ “ნაციონალურ მოძრაობა” დატოვა და ახალ პარტიას ქმნის. ახალი პოლიტიკური მოძრაობის შექმნაზე მუშაობის დაწყებას “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, მხარდამჭერებთან ერთად, დღეიდან აანონსებს, თუმცა კონკრეტული ვადები არ სახელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში