“ნაციონალური მოძრაობა” დაშლას გააგრძელებს, ვინაიდან ვარდნის დროს შეჩერება შეუძლებელია” – არჩილ თალაკვაძე

“ნაციონალურ მოძრაობას” რაც დარჩა, ნელ-ნელა აცლიან ამ ყველაფერს და მიმდინარეობს ამ რესურსის გადაზიდვა სხვა პოლიტიკურ დაჯგუფებაში,” – ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ “ნაცმოძრაობიდან” წევრების გამოყოფის პროცესი. თუმცა, როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ამ დაჯგუფებებს ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ძალებად არ მიიჩნევს.
“ნაციონალური მოძრაობა” დაშლას გააგრძელებს, ვინაიდან შეჩერება ვარდნის დროს არის შეუძლებელი და ეს პარტია ახლა არის ვარდნის პროცესში. “ნაციონალური მოძრაობა” არის უპერსპექტივო პარტია, ძალიან დაზიანებული და უმძიმესი პოლიტიკური ბიოგრაფიით.
ოპოზიციის შიგნით მიმდინარეობს გადალაგება. “ნაციონალურ მოძრაობას” რაც დარჩა, ნელ-ნელა აცლიან ამ ყველაფერს და მიმდინარეობს ამ რესურსის გადაზიდვა სხვა პოლიტიკურ დაჯგუფებაში, რომელშიც არიან ძალიან დაბალპროცენტიანი ლიდერები და პარტიები, ერთმანეთს უწევენ წნევას, მაგრამ საერთო ჯამში, ამ დაჯგუფებას აქვს ძალიან დაბალი წნევა,”- აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიამ “ნაციონალურ მოძრაობა” დატოვა და ახალ პარტიას ქმნის. ახალი პოლიტიკური მოძრაობის შექმნაზე მუშაობის დაწყებას “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, მხარდამჭერებთან ერთად, დღეიდან აანონსებს, თუმცა კონკრეტული ვადები არ სახელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს