უზბეკმა ფეხბურთელმა შეიძლება კარიერა პსჟ-ში გააგრძელოს

პსჟ “ლანსის” უზბეკი ცენტრალური მცველით აბდუკოდირ ხუსანოვით დაინტერესდა, – იტყობინება Foot Mercato.
20 წლის ხუსანოვის შეძენის სურვილი პარიზული კლუბის საფეხბურთო მრჩეველმა ლუიშ კამპუშმა გამოთქვა. ტრანსფერი შეიძლება ზამთარში 20 მილიონ ევროდ განხორციელდეს.
ხუსანოვმა მიმდინარე სეზონში 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მისი სატრანსფერო ფასი კი 5 მილიონია. ადრე ის ბელორუსის “ენერგეტიკ-ბგუ”-ში თამაშობდა.